|
2019-05-17 16:35:44, 952 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების მიღება იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადები 2019 წლის 17-დან და 26 მაისამდე მიიღება. კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge). კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნასამართლეობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია. კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატების შესაბამისობის შეფასების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისია შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. მთავრობის მეთაურისგან კი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს 2 კანდიდატურა წარედგინება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)