|
2019-05-17 13:44:32, 1019 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ათზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება, მათ შორის, ფალიაშვილის N44-ში, შპს „ოკრიბას“ მიერ წყლისა და წყალარინების ახალი, შიდა ქსელი ეწყობა. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე დაფინანსდა. აღნიშნული მისამართის მცხოვრებლებს გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოდან გიორგი მუსხელიშვილი შეხვდნენ. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება წყნეთში. გზების განახლება 10-ზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, მაია წყნეთელის I შესახვევში, „გ“ ზონაში, მაია წყნეთელის II ჩიხში კი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე განთავსდება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო სივრცედა დაირგვება მცენარეები. „ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. წყნეთში, გასული წლების მსგავსად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განვაგრძობთ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად, 12 მისამართზე ხორციელდება, რაც წყნეთის მოსახლეობისთვის და დამსვენებლებისთვისძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დავიწყეთ სკვერის კეთილმოწყობა „გ“ ზონაში. შესაბამისად,ადგილობრივებს ზაფხულისთვისკიდევ ერთი დასასვენებელი სივრცეექნებათ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა. საგზაო სამუშაოებს წყნეთში შპს „სკინჩი“ და შპს „ლუკრი“ აწარმოებენ, ხოლო სკვერის განახლება კომპანია „ინტერტექნოლოგს“ დაევალა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)