16:02 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 16:18:59, 1534 ნახვა

ეკონომიკა
დაბალბიუჯეტიანი Ryanair ქუთაისის და თბილისის მიმართულებით იფრენს

Ryanair-თან ქართული მხარე ხელშეკრულებას, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში გააფორმებს. ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიაკომპანია ფრენებს ევროპის ქვეყნებიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით შეასრულებს.  

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე ადასტურებს, თუმცა Ryanair -ის შემოსვლის კონკრეტულ ვადებზე ის ჯერჯერობით არ საუბრობს.

 “წინასწარ საუბარი არა მიზანშეწონილად მიმაჩნია და ამის დაანონსება ნაადრევია. მიმდინარეობს მოლაპარაკება რომ რამდენიმე რეისით შემოვიდეს. დიდი ალბათობით კომპანია იფრენს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის აეროპორტების მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
18 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ალასკაში სენატის არჩევნები დემოკრატმა მოიგო
ფარულავა - პაპაშვილი, ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ უცხადებს, რომ სამუშაო ძალას შემოიყვანენ ინდოეთიდან, შემოიყვანენ შუა აზიიდან - ანუ, ქართველებს შუა აზიელებით ჩაანაცვლებენ
გვარამია - თუ ვინმე ნაბიჯს დგამს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად და არის გასაუქმებელი, ეს არის ოცნება
კვლევა: თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი ბინის იპოთეკა ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics