|
2019-05-16 15:46:01, 985 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში სხვადასხვა სახის 22 პროექტი ხორციელდება
საბურთალოს რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის 22 პროექტი ხორციელდება. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია შარტავას ქუჩა N16, მიცკევიჩის ქუჩა N14, ყაზბეგის გამზირი N3ა, N3-ში და კოსტავას ქუჩა N75-ში მიმდინარეობს, სადაც წყალარინების ქსელი და საკომუნიკაციო ჭები შეიცვლება. აღნიშნულ მისამართებზე დაახლოებით, 273 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც პროექტის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. პროექტების ფარგლებში, სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, ვაჟა-ფშაველას გამზირი N14-სა და ამბროლაურის ქუჩა N166-ის მე-7 კორპუსში. მიცკევიჩის ქუჩაზე, N29 კორპუსსა და ცინცაძის ქუჩა N43-ში ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია ხორციელდება. კორპუსის ბრტყელი სახურავი შეკეთება კი ცინცაძის N85-ში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, რაიონში ცხრა ლიფტის რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, ლიფტების კაბინები, ელექტროძრავა, ბაგირი და კარები შეიცვლება. პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 725 153 ლარით დაფინანსდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)