|
2019-05-14 15:43:09, 1682 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისში „ბაზისბანკის“ ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზ. 63-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. ახლადგახსნილი სერვისცენტრი უნივერსალურია. იგი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. სერვისცენტრი ქალაქის სტრატეგიულ ადგილასაა. მისი მეშვეობით, გაფართოვდება ბანკის საქმიანობის არეალი და გაიზრდება კლიენტთა რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ბაზისბანკი უკვე 2 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი. ბაზისბანკი აქტიურად განაგრძობს რეგიონებში ქსელის გაფართოებას და ქმედით ნაბიჯებს დგამს მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით. დასავლეთის რეგიონში ეს უკვე ბაზისბანკის მე–7 სერვისცენტრია.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)