|
2019-05-13 16:19:42, 1442 ნახვა
საზოგადოება
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრაცია გამარტივდა
2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრაცია გამარტივდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამარტივებული ფორმატით რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge. რეგისტრაცია 13 მაისიდან დაიწყო და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება. მასწავლებლობის მსურველებს აღარ მოუწევთ პარალელური რეგისტრაციის გავლა, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრებში პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას გულისხმობდა. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს; პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს; მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება. თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კონსულტაციების გავლას სთავაზობს. ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს. კონსლუტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)