|
2019-05-13 14:39:00, 1757 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: „ენგურჰესი“ არის ერთ-ერთი იმ ძაფებისგან, რაც დღეს გვაერთიანებს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან
„ენგურჰესი" არის ერთ-ერთი იმ ძალიან მცირე ძაფებისგან, რაც დღეს დაგვრჩა და რაც გვაერთიანებს აფხაზეთთან, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან. ყველანი უნდა მოვუფრთხილდეთ ამ ძაფებს, იმას, რომ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დღესაც, მტრის მცდელობის მიუხედავად, ერთიანია. ჩვენ ენერგეტიკულ სფეროში ტერიტორიული მთლიანობა, შეიძლება ითქვას, შენარჩუნებული გვაქვს", - ამის შესახებ ნათია თურნავამ სამეგრელოში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპსასუხოდ განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება საქართველოს სუვერენული ინტერესია და ამ თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება მიუღებელია. „რაც შეეხება იმ ცრუ და სრულიად გადაუმოწმებელ, აბსურდულ ე.წ.„ ვერსიებს", თუ რატომ ვაწვდით აფხაზეთს ელექტროენერგიას ენგურჰესიდან - ენგურვარდნილის კაშხალი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, მრავალი წელია, ენგურჰესი ელექტროენერგიას აწვდის სრულიად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთს და ეს დღესაც ასეა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ამორალურია ამ საკითხის და ჩვენი სუვერენული ინტერესის გამოყენება იმისთვის, რომ პოლიტიკურ დებატებში ვიღაცას ვავნოთ, ეს მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს მიუღებელია!"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)