|
2019-05-11 17:00:16, 1914 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“ „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
წელს საქართველოს ფოსტის ეგიდით რიგით მეექვსე „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა 400-მდე 15 წლამდე ახალგაზრდამ მიიღო და 3 საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდა: I ადგილი - მარიამ ქართველიშვილი, II ადგილი - ნურიდა ბაირამოვა, III ადგილი - გიორგი აბესალაშვილი. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი, ხოლო გამარჯვებულმა სამეულმა მიიღო ნოუთბუქი, პლანშეტი და ველოსიპედი. მიმდინარე წლის საკონკურსო თემა გახლდათ - „დაწერე წერილი შენი გმირის შესახებ“. „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება კონკურსის გამარჯვებულის, 12 წლის მარიამ ქართველიშვილის წერილი - „ჩემი გმირი“, რომელიც ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ კონკურსში ბევრი საინტერესი თემა იქნა წარმოდგენილი. „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება. „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა საფუძველი და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება. მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა. კონკურსის დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა უმასპინძლა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)