|
2019-05-11 11:42:43, 1298 ნახვა
საზოგადოება
ბახტაძე - შარშან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი 1 მილიონი იყო, უფრო წარმატებული ვიქნებოდით, რომ არა ფაროსანა
„შარშან ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა 1 მილიონი შეადგინა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებული ვიქნებოდით, რომ არა უდიდესი გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით, რომელმაც განსაკუთრებით დააზიანა ეს კუთხე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიხსნა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგა იმისათვის, რომ წელს ეს პრობლემა აღმოიფხვრას. "ძალიან ბევრი ფერმერი აღმოჩნდა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. სამწუხაროდ, არც საქართველოში და არც საერთაშორიოს მასშტაბით არ არსებობდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის წარმატებული გამოცდილება, მაგრამ ჩვენ, ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენთან ერთად, თქვენგან მირებული რჩევებით ვფიქრობთ, რომ ჩამოვყალიბდით ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე. იცით, რომ წელს ჩვენ 10 ჯერ გავზარდეთ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, სწორედ წელს იქნება გარდამტეხი წელი, სადაც თითოეული ჩვენგანი დარწმუნდება, რომ ჩვენ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)