|
2019-05-11 10:39:18, 1224 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის დასახლებაში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს, რომლის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება და ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაათვალიერეს. „სამგორის გამგეობა საგზაო სამუშაოებს პარალელურად, რამდენიმე მისამართზე აწარმოებს. წერეთლის ქუჩაზე საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები დავიწყეთ, რომელიც ორ თვეში დასრულდება. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე, გასულ წელს ამ ქუჩაზე წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელები შეიცვალა. ვარკეთილის დასახლებაში, გასულ წელს რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციაც განხორციელდა, სადაც ასფალტის საფარი შიდა ეზოებშიც დაიგო“, - განაცხადა კახა გულედანმა. პროექტის განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კომპანია „არსაკიძე 2000“ ასრულებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)