|
2019-05-11 06:58:06, 1267 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო მოსახლეობას მოუწოდებს, მტკვარზე მცურავი საშუალებებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
მდინარე მტკვარში არსებული წყლის ჭარბი ნაკადის გამო, თბილისში მტკვრის კალაპოტში წყლის დონის დაწევის მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ ორთაჭალჰესის გაჩერების პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, მოხდება ფარების აწევა და ჭარბი წყლის გატარება. მტკვრის დონის დაწევა შესამჩნევი გახდება რამდენიმე საათში. "ჰესის დროებით გაჩერების გამო, ქვეყნის ენერგომომარაგების შეფერხება არ მოხდება. აღნიშნული სამუშაო მტკვარში წყლის აჩქარებას გამოიწვევს", - აცხადებენ უწყებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას, ტურისტებს და მტკვარზე მომუშავე შესაბამის ობიექტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მტკვარზე მცურავი საშუალებებით გადაადგილებისგან.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)