|
2019-05-10 18:53:09, 3445 ნახვა
ევროპის ამბები
მათიკაშილი: მარტო სამების ტაძრის აგება რად ღირს, რომელიც ჩვენი ეროვნული სულიერების განუყოფელი ნაწილია
"სამწუხაროა როდესაც ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ ერთი მხრივ ამომრჩევლის მოსყიდვას და მეორე მხრივ, საერთო ეროვნულ, არ შემეშინდება თუ ვიტყვი რომ საშვილიშვილო საქმეს, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აგერ უკვე 25 წელზე მეტია, რაც ახორციელებს საქართველოში. საინტერესოა, საიას აზრით როდიდან დაიწყო ფონდმა ქართუმ ამომრჩევლის მოსყიდვა: ალბათ მაშინ როდესაც ფილანტროპის მხოლოდ სახელი და გვარი იცოდა საზოგადოების მცირე ნაწილმა, სამაგიეროდ, მისი ქველმოქმედების შედეგით ყველა ვამაყობდით, რად ღირს თუნდაც სამების საკათედრო ტაძრის აგება, რომელიც ჩვენი ეროვნული სულიერების განუყოფელი ნაწილია დღეს დღეობით. თუ მაშინ როდესაც სრული უსახსრობის პირობებში ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრება გაჩერებისა და კოლაფსისგან ისევ ფონდმა ქართუმ იხსნა. და ეს ძალიან მცირედი ჩამონათვალია ქველმოქმედებისა , რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე განხორციელდა. ეკლესია მონასტრების მშენებლობა და მათი მოხატვა, მით უმეტეს კერძო ფონდის მიერ, არ წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას, ამიტომ კეთილი საქმის, მით უმეტეს საერთო ეროვნული მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელება მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს!"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)