|
2019-05-10 14:41:43, 1349 ნახვა
საზოგადოება
Facebook-ის თანადამფუძნებელი: დროა Facebook-ი დაიშალოს [ვიდეო]
უკვე დროა Facebook-ი დაიშალოს, - ამის შესახებ Facebook-ის თანადამფუძნებელმა კრის ჰიუზმა განაცხადა. ინფორმაციას New York Times ავრცელებს. როგორც კრის ჰიუზმა აღნისნა, ის გუნდით უკმაყოფილოა, რადგან მათ შესაძლო რისკები სათანადოდ ვერ განსაზღვრეს. „მარკი იგივე ადამიანი, რომელიც წლების წინ Facebook-მდე იყო. ის ისეთივეა, რგორიც იყო მაშინ როდესაც ყველაფერი იწყებოდა, როდესაც მისი მეუღლე ერთ-ერთ წვეულებაში საჭირო ოთახში რიგში დგომის დროს გაიცნო, ისეთივეა, როგორც მაშინ როდესაც გასაბერ ლეიბზე ეძინა. ამასთან, მარკის გავლენა გამაოგნებელია და ის ბევრად სცდება ნებისმიერი ადამიანის გავლენას კერძო სექტორიდან და ხელისუფლებიდანაც კი. ის სამ უმსხვილეს საკომუნიკაციო პლატფორმას აკონტროლებს - Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს. სამივე პლატფორმას მილიარდობით ადამიანი ყოველდღიურად იყენებს. Facebook-ის საბჭოს წევრები უფრო მრჩევლების როლში გამოდიან ვიდრე მაკონტროლებლის, რადგან გადაწყვეტილების მიღების უპირასტესობა ცუკერბერგს აქვს, ფლობს რა ხმის მიცემის უფლების 60%-იან პაკეტს. მარკი ერთპიროვნულად წყვიტავს ყველაფერს, ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა New Feed-ის ალგორითმი. მარკი ძალიან კარგი და კეთილი ადამიანია, მაგრამ მისმა სწრაფვამ ზრდისკენ ბევრ რამე ცუდი გავლენა იქონია. გუნდით იმედგაცრუებული ვარ, რადგან მათ ვერ შეძლეს წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როგორ იმოქმედებდა სოციალური ქსელი არჩევნების შედეგებზე და როგორ გააძლიერებდა ნაციონალისტ ლიდერებს. ვწუხვარ იმით, რომ მარკის გარემოცვაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მის მოსაზრებებს უფრო ამყარებენ და არ ცდილობენ საჭიროების შემთხვევაში შეეწინააღმდეგონ", - აცხადებს Facebook-ის თანადამფუძნებელი.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)