|
2019-05-10 10:27:56, 1838 ნახვა
ეკონომიკა
აფბა-ს პრეზიდენტი: მომეწონა ნათია თურნავას ხედვა, რომ მოხდება კაპიტალის ბაზრის განვითარების არსებული სტრატეგიის განახლება
„საქართველოს ეკონომიკაში გვაქვს ბევრი გამოწვევები, მაგრამ პირადად ჩემთვის მინისტრთან შეხვედრაზე ძალიან საინტერესო იყო მისი მხრიდან აქცენტირებულად ყურადღების გამახვილება კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, რადგან ამ სექტორის განვითარების გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია ეკონომიკის განვითარება", - ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტმა შოთა გულბანმა განაცხადა, რომელმაც ეკონომიკის ექსპერტებთან და მეცნიერ-ეკონომისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნათია თურნავას ინიციატივით გამართულ შეხვედრაში. დარგის წარმომადგენლებს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. „მე მომეწონა ნათია თურნავას ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდება კაპიტალის ბაზრის განვითარების არსებული სტრატეგიის განახლება. შესაბამისად, მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელებასთან ბმაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნება გატარებული", - განაცხადა შოთა გულბანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)