|
2019-05-07 11:13:26, 1108 ნახვა
საზოგადოება
„კასპერსკის ლაბორატორია“ გაფრთხილებთ - გატეხილი როუტერი ქმნის მონაცემებისა და ფულის დაკარგვის საშიშროებას
მარტ-აპრილში ბრაზილიაში აგორდა კიბერშეტევების ტალღა, სადაც თავდამსხმელებმა ისარგებლეს რამდენიმე მწარმოებლის როუტერების (მარშრუტიზატორი) დაუცველობით და მისი გატეხის მიზნით შეცვალეს როუტერის DNS პარამეტრები. როცა მსხვერპლი ცდილობდა შესულიყო ბანკების საიტებზე ან ესარგებლა რაიმე სხვა პოპულარული ინტერნეტ-სერვისით, ბოროტმზრახველი სერვერი ცვლიდა IP-მისამართს და აგზავნიდა მომხმარებელს ყალბ საიტზე. რის შედეგადაც მომხმარებელთა გატეხილი როუტერების ლოგინები, პაროლები და ხშირად საგადასახადო მონაცემებიც აღმოჩნდებოდა ხოლმე ფიშერების ხელში. საქართველოშიც უკვე შეუძლებელია საოჯახო და კორპორატიული ქსელები როუტერების გარეშე წარმოდგენა და ქართველი მომხმარებლებიც დგანან მონაცემებისა და ფინანსური საშუალებების დაკარგვის საშიშროების წინაშე, იმ შემთხვევაში, თუ მათი როუტერები გატეხილი იქნება. „კასპერსკის ლაბორატორიის" ექსპერტები განმარტავენ, რომ თაღლითები როუტერის გატეხვის შემდეგ მიუთითებენ DNS-სერვერის (Domain Name System) ახალ მისამართს, რომელთანაც როუტერი დომენური სახელების მონაცემების გადამუშავებას აწარმოებს. და თუ თავდამსხმელებმა გატეხეს როუტერი და შეცვალეს DNS სერვერის მისამართი, მაშინ ყველა მოთხოვნა გადაეგზავნება ამ ყალბ სერვერს მათი კონტროლის ქვეშ. ასეთი სახით, მომხმარებლისათვის საჭირო IP საიტის ნაცვლად, ბრაუზერი მიიღებს ყალბ მისამართს, მომხმარებელი ხვდება ფიშინგურ გვერდზე — და ყველა ამ საიტზე შეტანილი ლოგინი და პაროლი გადაეცემა თაღლითებს. ბევრი სხვა სახის ფიშინგისგან განსხვავებით, ძალიან რთულია ასეთი დროულად შემჩნევა და მათგან თავდაცვა. თქვენ უნდა შეხვიდეთ როუტერის პარამეტრების მენიუში და შეცვალოთ პაროლი, ასევე გამორთოთ რამდენიმე პოტენციურად სახიფათო ფუნქცია, როგორიცაა დისტანციური ადმინისტრირება და რეგულარულად განაახლთთ რუტერის ინსერცია: განახლებები ხშირად გვეხმარება პრობლემის გადაჭრაში.
მასალა მოამზადა "კასპერსკის ლაბორატორიამ".
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)