|
2019-05-06 11:30:41, 1889 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავას ინფორმაციით, პრივატიზაციის მთელი პროცესი ელექტრონული გახდება
პრივატიზაციის მთელი პროცესი ელექტრონული გახდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემაში „იმედი live" ისაუბრა. ნათია თურნავას ინფორმაციით, პრივატიზაციის პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება, რისთვისაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უახლოეს დღეებში მთავრობას წარედგინება. „თითოეულ მოქალაქეს, ვინც შემოიტანს განაცხადს, ჩვენთან მოსვლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად, შეეძლება ამოწმოს, თუ რა მსვლელობა მიეცემა მას. მთელი პროცესი - განაცხადის შეტანიდან, ვიდრე პრივატიზაცია არ დასრულდება, იქნება გამჭვირვალე. მსურველს ზუსტად ეცოდინება, რომ მაგალითად, სამ დღეში მას მიეცემა პასუხი - ექვემდებარება თუ არა ეს ქონება პრივატიზაციას და ა.შ.", - განმარტა ნათია თურნავამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)