|
2019-05-04 11:23:06, 1096 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საქართველოში პირველი ბიოდიზელის მწარმოებელი კომპანიის საქმიანობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიოდიზელის საწარმოს “Biodiesel Georgia” საქმიანობას გაეცნო. კომპანიამ ბიოსაწვავის წარმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ლევან დავითაშვილმა ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის აღმოსაფხვრელად ბიოდიზელის მოხმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიო-საწვავი შესანიშნავი საშუალებაა ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. „საქართველოში ბიოდიზელის წარმოების პირველი საწარმო შეიქმნა. ძალიან საინტერესო ტექნოლოგიაა, რომელიც ითვალისწინებს უნარჩენო წარმოებას. საწარმოს აქვს მნიშვნელოვანი გეგმები, მათ შორის სოფლის მეურნეობაში. კერძოდ საუბარია, ახალი კულტურის რაფსის წარმოებაზე. რაც ვფიქრობ საინტერესო მიმართულებაა, რომელიც ევროპულ ტენდენციებთან თანხვედრაშია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც კომპანიის ექსპერტი კახა ქარჩხაძე აცხადებს, ბიო-საწვავის გამოყენებით ატმოსფეროში არ იზრდება ნახშირორაჟანგის კონცენტრაცია, მას წარმატებით შეუძლია ჩაანაცვლოს ნავთობდიზელის გამოყენების ნებისმიერ სფეროში. ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. შეიქმნა განახლებადი, ალტერნატიული, სუფთა ენერგიის წარმოების ქარხანა. ბიოდიზელს თავისუფლად შეუძლია გამოყენებული იქნას ყველა იმ სეგმენტში, სადაც ნავთობ-დიზელი გამოიყენება. ჩვენი ნედლეული არის განახლებადი რესურსი, ანუ მეორადი მოხმარებული ზეთის შეგროვებით ეკო-მეგობრულ საწვავს ვამზადებთ. ასევე, გვსურს განვავითაროთ ისეთი შესანიშნავი ბიორესურსი, როგორიც არის მცენარე რაპსი, ამით ახალი იმპულსს მივცეთ სოფლის მეურნეობაში ახალი დარგის განვითარებას“, - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტმა, განახლებადი ენერგიების განვითარების დარგში, კახა ქარჩხაძემ. ბიოდიზელის საწარმოს “Biodiesel Georgia” საინვესტიციო მოცულობამ 1 მლნ ლარი შეადგინა და დასაქმდა 30 ადამიანი, წარმოების დაწყებიდან დღემდე გადამუშავდა თითქმის 200 000 ლ მოხმარებული საკვები ზეთი, საიდანაც მიღებულია 190 000 ლ. ბიოსაწვავი, აღსანიშნავია, რომ წარმოებული ბიოსაწვავის შედეგად დაიზოგა 500 ტონაზე მეტი CO2 ის ემისია ატმოსფეროში. მსოფლიოში კარგად აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად კომპანია “Biodiesel Georgia”-მ საწყის ეტაპზე საქართველოს ორ რეგიონში დაიწყო რაპსის კულტურის განვითარება. პარტნიორ კომპანიებთან „ლომთაგორა“ და „აჭარა ჯგუფთან“ ერთად ქვემო ქართლსა და კახეთში 50 ჰა ფართობზე საგაზაფხულო რაპსი დაითესა. პროექტის წარმატებით ტესტირების შემდეგ დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში მისი განვრცობა. მოყვანილი პროდუქციიდან იწარმოება ზეთი და მისგან ბიოდიზელი დამზადდება, ხოლო ნარჩენის გამოყენება კომბინირებულ საკვებში მოხდება. 2020-2023 წლებში კომპანია “Biodiesel Georgia”-ს დაგეგმილი აქვს უფრო მასშტაბური ბიოდიზელის ქარხნის მშენებლობა რომლის საინვესტიციო მოცულობა 10 მლნ ევრო იქნება, ხოლო დასაქმებულთა ოდენობა 200 ადამიანს მიაღწევს.
(NS)
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)