01:36 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 16:40:25, 1252 ნახვა

სამხედრო
სამხედრო პოლიციის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამხედრო პოლიციის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 სამხედრო მოსამსახურეს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს.

კურსის მიზანს სამხედრო პოლიციის ოფიცრების მომზადება და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენდა.

სამხედრო პოლიციის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 2 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა.

მსმენელებმა ტაქტიკური მომზადება და სამხედრო საგნები შეისწავლეს. ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში სამართლებრივ საკითხებში ოთხკვირიან კურსსაც ითვალისწინებდა.

კურსის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები სამხედრო მოსამსახურეებს დავით ებრალიძემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ, ასევე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ, შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესიკ ხატიაშვილმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა ამირან ნოზაძემ გადასცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics