|
2019-05-02 11:53:31, 1268 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა. როგორც მთავრობის მეთაურმა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგენისას განაცხადა, საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ხელშესახები პროგრესის მიღწევაშიდევიდ მორისონს დიდი წვლილი აქვს შეტანილი და უკვე 10 წელზე მეტია ამ მიმართულებით მუშაობს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, დევიდ მორისონი გარემოსდაცვით საზოგადოებაში ძალიან ცნობილი ადამიანია, რომელიც წლების განმავლობაში კავკასიის ბუნების ფონდსხელმძღვანელობდა. „ამასთან ერთად, დევიდ მორისონი არის საკმაოდ ცნობადი სახე გარემოსდაცვითი საქმიანობით დაკავებული საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დევიდი ითანამშრომლებს ყველასთან -სამთავრობო უწყებებთან, საქართველოს პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავებული არიან გარემოსდაცვითისაქმიანობით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალი ინსტიტუტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისდაძლევას. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის პრინციპულ მნიშვნელობას ქვეყნისა და მომავალი თაობებისთვის და საზოგადოებას მაქსიმალური ჩართულობისკენმოუწოდა. „მწვანე ეკონომიკას და მდგრად განვითარებას საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს და ეს არის გზა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაციისკენ, სიღარიბესთან ეფექტური ბრძოლისა და ბუნების მომავალი თაობებისთვის გადაცემისკენ. აუცილებელია, ჩვენ გადავდგათ პრინციპული და გაბედული ნაბიჯები, რათა კიდევ უფროავამაღლოთ საქართველოში გარემოსდაცვითი სტადარტები და ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვოთ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა განვითარებისთვის. ჯერ კიდევ შარშან, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განვაცხადე, რომ გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი მოგვცემდა საშუალებას, მიგვეღწია მეტი ინკულიზურობისთვის, მეტიჩართულობისთვის. ეს ინსტიტუტი იქნება უმნიშვნელოვანესი, რათა დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას - ბოლოათწლეულების განმავლობაში წარმოებულმა სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, გარემოსდაცვითი პრინციპების და ინტერესების იგნორირებამ ძალიან მძიმე შედეგები მოგვცა დაჩვენ ამ შედეგებს ვებრძვით. საჭიროა ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, რაშიც ჩართული იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე, სამოქალაქოსაზოგადოება და ამ საქმიანობით დაკავებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა და დევიდ მორისონს წარმატებული საქმიანობა უსურვა. ახალი ინსტიტუტი მამუკა ბახტაძის ინიციატივით, გარემოსდაცვითი უფლებებისა და ინტერესებისდასაცავად შეიქმნა. ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციისმქონე ფიგურა იქნება, რომელსაც საკითხების განმხილველი სამდივნო ეყოლება. ომბუდსმენი რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაშიგანსახორციელებელ ცვლილებებზე; ასევე მონაწილეობას მიიღებს საჯარო განხილვებში და დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს გაუწევს. გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგენას ბოტანიკურ ბაღში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა დაგარემოს დაცვის სფეროს ექსპერტები დაესწრნენ.
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)