06:41 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 12:07:36, 1074 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის ტყე-პარკში ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინიატრმა, მამუკა ბახტაძემ მიმართა. პროგრამის პრეზენტაცია  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარმოადგინა.

მამუკა ბახტაძემ, სიტყვით გამოსვლისას, მწვანე ეკონომიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ბიომრავალფეროვნების დაცვასა და უნიკალური სახეობების აღდგენის მნიშვნელობას.

„დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ეს იქნება პროექტი, რომლითაც, დარწმუნებული ვარ, იამაყებს არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მომავალი თაობები. ჩვენ ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და მის განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ბიომრავალფეროვნების დაცვის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ველური ბუნების სააგენტოს ძირითად ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება. სააგენტოს მთავარი ფუნქცია, ბუნებაში აღწარმოების მიზნით, ადგილობრივი ფლორასა და ფაუნის მონიტორინგის გაწევა იქნება.

„ჩვენი მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული „მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგიის ფარგლებში აქ დაფუძნდება  „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“, რომელიცა ქვეყნის მასშტაბით ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს განახორციელებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ღონისძიების ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი იშვიათი ფრინველი „კოლხური ხოხობი" გაუშვეს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics