|
2015-06-26 12:03:15, 1390 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში სიტყვისა და პრესის თავისუფლება, ძირითადად, დაცულია
საქართველოში სიტყვისა და პრესის თავისუფლება, ძირითადად, დაცულია და მოქალაქეებს უფლება აქვთ მთავრობა გააკრიტიკონ, - ამის შესახებ აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ძალიან აქტიურები არიან და გამოხატავენ სხვადასხვა შეხედულებებს. „ივნისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქება დაბალანსებული იყო და მედია ინფორმაციას დაბრკოლებების გარეშე იღებდა. მიუხედავად ამისა, დაფიქსირდა რეგიონებში რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ჟურნალისტებს რამდენიმე კანდიდატის ღონისძიების გაშუქების საშუალება არ მიეცა. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა სიტყვიერი დაპირისპირების მთავრობისა და მედიის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, ტელევიზია რჩება საქართველოს მოსახლეობის 80%-სთვის ინფორმაციის მთავარ წყაროდ. „ძირითადი ტელევიზიები პოლიტიკურად ტენდენციურები რჩებიან, თუმცა წინა წლებთან შედარებით, ნაკლებად. მთავრობის წარმოამდგენლები პერიოდულად აკრიტიკებენ ზოგიერთ ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტს. ტელევიზიების მფლობელების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ფინანსური გამჭვირვალობა უმჯობესდება“, - აღნიშნულია ანგარიშში. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის განმავლობაში, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის, ან კამერების წართმევის ფაქტი არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ თებერვალში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მიმართა საქართველოში ერთადერთ რეიტინგების მთვლელ კომპანიას, გადაეცა მისთვის 330 ტელევიზორის სია, რომელშიც რეიტინგების მთვლელი მოწყობილობებია დამონტაჟებული. მას შემდეგ, რაც კომპანიამ უარი განაცხადა, მის ოფისში საგადასახადო შემოწმება დაიწყო. შემოსავლების სამსახურმა სამჯერ მიმართა სასამართლოს, ტელევიზორების სიის მოძიების მოთხოვნით, თუმცა სასამართლომ არც ერთი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ანგარიშის თანახმად, არც ერთ ქართულ მედიაში ცენზურის ან რაიმე კონტენტის აკრძალვის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა 22 დეკემბერს პოპულარული მესამე ქართული არხი „მაესტრო“, რამდენიმე წამყვანმა ჟურნალისტმა და პროდიუსერმა დატოვა, მათ შორის დირექტორის მოადგილე ნინო ჟიჟილაშვილმა. ჟიჟილაშვილის განცხადებით, მას სამსახურის დატოვება მაესტროს ერთ-ერთმა მთავარმა მეწილემ კოტე გეგელიამ აიძულა, რომელმაც ის „წინთელი ხაზების“ გადაკვეთაში დაადანაშაულა. „არ დაფიქსირებულა არც ერთი სანდო ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობა ონლაინ პუბლიკაციების მონიტორინგს შესაბამისი ნებართვის გარეშე ატარებს. ინტერნეტი საქართველოში თავისუფალია. საქართველოს მოსახლეობის 43%-ს ინტერნეტთან წვდომა აქვს. მაღალი ფასები და ცუდი ინფრასტრუქტურა რჩება ინტერნეტთან წვდომის შემაფერხებელ მთავარ პრობლემად. განსაკუთრებით ადამიანებისთვის, რომლებიც ცხვორობენ ქალაქ გარეთ და დაბალი შემოსავლების მქონდე პირებისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)