|
2019-04-24 16:00:05, 2011 ნახვა
ეკონომიკა
„Infinite Energy“ დირექტორი: ცალკეული პოლიტიკური პარტიების და NGO-ების განცხადებებმა დააზარალა არა მხოლოდ „ფერი“, არამედ სხვა კომპანიებიც
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“ მშენებლობის თემას ექსპერტებთან ერთად ბიზნესმენებიც ეხმაურებიან. „Infinite Energy“- ის მმართველი დირექტორი თორნიკე ბახტურიძე აცხადებს, რომ ინვესტორს, ადგილობრივი იქნება ის, თუ უცხოელი, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან მასზეა დამოკიდებული არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მომავალი. თორნიკე ბახტურიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებამდე აუცილებელია საზოგადოებრივი კონსესუსის მიღწევა და მოსახლეობასთან პროაქტიული მიდგომა, რადგან თავიდან აცილებულ იქნას ისეთი სცენარი, როცა უკან დასახევი გზა არ აქვს ინვესტორს, ანუ მნიშვნელოვანი თანხა დახარჯულია და მხოლოდ ამის შემდეგ იჩენს თავს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა ან რაიმე მსგავსი. ბიზნესმენის განცხადებით, სამწუხაროა, რომ პანკისში ცალკეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოთა ნაწილმა, განსაკუთრებით, ე.წ. მწვანე ორგანიზაციებმა ხელი შეუწყვეს ვითარების ესკალაციას, ნებსით თუ უნებლიედ გახდნენ არასწორი და არაზუსტი ინფორმაციის გამავრცელებლები. მისი თქმით, „ასეთი განცხადებებით დაზარალდა არა მხოლოდ კომპანია „ფერი“, არამედ სხვა კომპანიებიც, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებში აშენებენ ან გეგმავენ ენერგოობიექტების, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ასეთი მოწოდებები ამცირებს საზოგადოების ნდობას ბიზნესის მიმართ, თანაც ისე, რომ არავინ კითხულობს, რამდენად აქვს მათ საფუძველი. იმედი მაქვს, აღნიშნული პირები აიღებენ პასუხისმგებლობას მათივე უსაფუძვლო განცხადებებზე და საზოგადოებას ამის შესახებ ღიად მოუყვებიან", - განაცხადა მან.
(NS)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)