|
2019-04-24 17:18:54, 1404 ნახვა
საზოგადოება
სამგორში ახალი სპორტული მოედნები ეწყობა
სამგორის რაიონის გამგეობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა მისამართზე აწარმოებს. ლილოს დასახლებაში, პირველი მიკრორაიონის N2ბ კორპუსის მიმდებარედ, 460 კვ.მ ფართობზე, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედანი ეწყობა. სამუშაოებს კომპანია „პე ბე“ ასრულებს. ახალი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს გუმათჰესისა და ცისკარიშვილის ქუჩებს შორის არსებულ პარკშიც. 920 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური პანდუსი მოეწყობა და შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული გარემო შეიქმნება. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, შპს „გლობალ სტანდარტმშენი“ აწარმოებს. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა ასევე, მიმდინარეობს ვარკეთილის II რიგში, N176 საჯარო სკოლის მიმდებარედ, რომელიც შშმ პირთათვის სრულად ადაპტირდება. 920 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაფინანსებით, კომპანია „პარმა“ აწარმოებს. სამივე სპორტული მოედანი მაისში გაიხსნება. პროექტების განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 450 000 ლარი დაიხარჯება.
(NS)
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)