09:50 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 10:19:27, 2077 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერის მოადგილესთან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოსვლის საკითხი განიხილა

„ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკთან  შეხვედრის შემდეგ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ფლაიასტანა"-ს სურვილი აქვს, შემოვიდეს ქართულ ბაზარზე. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის განხილვაც ყაზახეთის მხარესთან დაიწყო.

ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის განხილვაც დავიწყეთ და ალბათ მალე მივალთ პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე, არის ფრენების დივერსიფიკაცია. ჩვენც ასევე დაინტერესებულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ასეთი ტიპის ფრენებს ემსახურება, უფრო მეტად დავტვირთოთ. ვფიქრობთ, რომ ძალიან მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics