|
2019-04-23 17:59:37, 1233 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ასეთი კომპლექსური კვლევა პირველად ჩატარდა
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით ასეთი კომპლექსური კვლევა, მაღალი კომპეტენციის ორგანიზაციების მონაწილეობითა და სრულყოფილი მეთოდოლოგიით, პირველად ჩატარდა“, - ამის შესახებ გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავიშვილმა განაცხადა. საქართველოში, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა. 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოში, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, ტყვიის კომპონენტის კვლევა პირველად ჩატარდა. „მთავრობის განკარგულებით შემუშავდება ძალიან კომპლექსური გეგმა, რომელიც გათვლილი იქნება რამდენიმე წელზე. ჩვენ შევისწავლით სხვადასხვა ფაქტორს, რომ მივაგნოთ დაბინძურების წყაროს. ეს შეიძლება იყოს, როგორც ნებისმიერი სამომხმარებლო-სამრეწველო პროდუქცია, ისე გარემო ფაქტორები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, კვლევებში ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომელსაც აქვს მწვანე ეკონომიკის და ეკოლოგიის პრიორიტეტები. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ გარემოში ტყვიის არსებობის საკითხზე და ამ პრობლემის გადაჭრისთვის კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მუდმივად ახორციელებს ტყვიის მონიტორინგს. მიმდინარეობს კვლევები, როგორც ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგსა და წყალში, ისე საწვავში. ასევე აქტიურად ხორციელდება სურსათისა და სასმელი წყლის კონტროლი. მთელი საქართველოს მასშტაბით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2016 წლიდან, ეროვნული რეგულაციით ტარდება კვლევა სურსათში და საკმაოდ დიდი რაოდენობის ნიმუშებს ვამოწმებთ. გარკვეული გადაცდომები დაფიქსირდა ერთეულ შემთხვევებში, რომლებიც საერთო ნიმუშების 2 %-ზე ნაკლებია. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ შედეგები, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ საგანგაშო არ არის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს კომპლექსურ კვლევებს სისხლში ტყვიის მომატებული კონცენტრაციის დადგენის მიზნით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)