17:17 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 14:04:30, 1679 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ვინც ეწინააღმდეგება ენერგოდამოუკიდებლობას, ქვეყნის მტერია

თბილისის მერის, კახი კალაძის გაცხადებით, ველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, ქვეყნის მტერია.

როგორც დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა,  მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში დაწყებული პროექტების განხორციელება დღემდე შეფერხებულია.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება. თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას წყლის რესურსი ათვისებული. ხუთი წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი, ჰიდროელექტროსადგური, ქარის ელექტროსადგური თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომელიც ევროპული სტანდარტით გავაკეთეთ, არასდროს გაკეთებულა საქართველოში. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით გარკვეული პროექტების განხორციელება შეფერხებულია. ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ეკონომიკური ზრდა გვაქვს, შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე. ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას მარტივად რომ ვთქვა, არის ქვეყნის მტერი“, - განცხადა დედაქალაქის მერმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics