|
2019-04-22 20:31:03, 1219 ნახვა
საზოგადოება
მერია: წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედლის მდგომარეობა შემოწმებულია - ამ ეტაპზე არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს
თბილისის მერია წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედლის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, კედელი სპეციალისტების მიერ შემოწმებულია და იგი ამ ეტაპზე არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. „გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ დამცავ ჯებირთან დაკავშირებით და განვმარტოთ, რომ ინფორმაცია შეიცავს მთელ რიგ უზუსტობას. სავარაუდოდ, საუბარია თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე განთავსებულ საყრდენ კედლებზე, რომელთა მშენებლობაც არა 10 თვის წინ, არამედ 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ჯეუ გრუპმა” აწარმოა, რომლისთვისაც პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 702 606 ლარი დაიხარჯა. კედელმა 2016 წელს მომხდარი სტიქიის დროს დამცავი ფუნქცია შეასრულა. რაც შეეხება ნაშალ მასას, მისი გაწმენდა არ მოხდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, რადგან იგი შემაკავებელ ფუნქციას ასრულებს. გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გეგმიურად მოხდება კედლის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც, კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს რეკონსტრუქციის სამუშაოებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)