|
2019-04-22 12:47:50, 2150 ნახვა
ეკონომიკა
„ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი Golden Brand-ის დაჯილდოვებაზე საუკეთესოებად აღიარეს
„ქართული ლუდის კომპანია“ ბიზნესის ოსკარად წოდებული Golden Brand -ის არაერთგზის გამარჯვებულია. „ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი წლის ყველაზე დამოუკიდებელ ბიზნეს დაჯილდოვებაზე საუკეთესოებად აღიარეს. Golden Brand -ის დაჯოდლოების ცერემონიალზე, რომელიც 19 აპრილს სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში, Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით გაიმართა, წლის საუკეთესო ბრენდები გამოავლინეს.
Golden Brand -ზე ქართული ნატურალური წვენების კატეგორიაში „ჩერომ“ No1 Golden Brand-ის ტიტული მოიპოვა, „ზედაზენი“ კი ქართული ლუდების კატეგორიაში გახდა ნომერ პირველი Golden Brand -ი, ხოლო ლუდი Ragnar-ი საქართველოში ლიცენზირებული პროდუქციიდან ნომერ პირველ Golden Brand -ად დაასახელეს. ბიზნეს დაჯილდოება Golden Brand -ზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, შვეიცარია საქართველოს ბიზნეს საბჭოს, ევროპის ფონდის და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით უკვე მე-14 იმართება, სულ 53 გამარჯვებული ბრენდი გამოავლინეს. "ქართული ლუდის კომპანია“ Golden Brand -ის მიერ მრავალჯერ იქნა აღიარებული, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტია. ის, რომ გაფასებენ და საუკეთესოდ გაღიარებენ ეს მოტივაციაა ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ ბრენდებზე და ჩვენს მომხმარებელს მრავალფეროვანი და რაც მთავარია ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ Golden Brand -ი გახლავთ მთავარი ჯილდო წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის, რომელსაც ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები. ჩვენი კომპანია ხარისხს დიდი მნიშვნელობას ანიჭებს, რასაც ჩვენი მომხმარებელიც კარგად ამჩნევს და წლების განმავლობაში გრძნობს მომხმარებლის კეთილგანწყობას",- ს.ს ქართული ლუდის კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი.
Golden Brand -ის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის დღეისათვის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული. Global Idea-ს მიერ ჩატარებული კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ; უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები. პარალელურად გამოკითხვა მიმდინარეობდა მომხმარებლებშიც.
(R)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)