|
2019-04-19 20:08:46, 1809 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: რუსთავი 2“ არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო არის სამართლიანი
„რუსთავი2“ არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო არის სამართლიანი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე“ დასკვნითი შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას პლენალურ სხდომაზე განაცხადა. კობახიძემ გიგა ბოკერიას მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში არის სამართლიანი სასამართლოა და ის კანონიერ მესაკუთრეებს წართმეულ ქონებას უბრუნებს. „რუსთავი 2“ არის შესანიშნავი საქმე, ყველამ იცის რა მოხდა „რუსთავი 2“-ში, როგორ წაართვით ბატონო გიგა კანონიერ მესაკუთრეს „რუსთავი 2“ და მართალია ნაწილობრივ არის თქვენი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა მაინც ხართ ერთად. დღემდე „რუსთავი 2“ არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში, იყო კანონიერი მფლობელის საკუთრებაში დღეს „რუსთავი 2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხიეილ სააკაშვილის საკუთრებაში და ერთადერთი, რაც თქვა სასამართლომ, 9 მოსამართლემ სხვათაშორის, რომელიც დღეს წარმოდგენილია უზენაეს სასამართლოში, ცხრავე მოსამართლემ ერთხმად თქვა, რომ სააკაშვილმა უკანონოდ დაიპატრონა „რუსთავი 2“. ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ეს იცის ქართველმა ხალხმა. რაც შეეხება სტრასბურგი თუ გაინტერესებთ, სტრასბურგს არსად არ უთქვამს რომ გადაწყვეტილება იყო უკანონო. „რუსთავი 2“ არის ზუსტად საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო საქართველოში არის სამართლიანი და ის უბრუნებს კანონიერ მესაკუთრეებს მათ შორის, წართმეულ ქონებებს, თუმცა ამ საკითხს რაც შეეხება, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თქვენს მიერ წართმეული კიდევ ბევრი ქონება უნდა დაუბრუნდეს ადამიანებს, ადამინების უფლებები უნდა იყოს დაცული, „ნაცმოძრაობა“ თავისი რევანშისტული მიდგომებით, უნდა ჩაბარდეს წარსულს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)