09:21 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 14:02:36, 450 ნახვა

პოლიტიკა
მოხალისეების საქმიანობა კანონით დარეგულირდება

ფიზიკური პირის საზოგადოებრივ საქმიანობაში უანგაროდ და ნებაყოფლობით ჩართვა კანონით დარეგულირდება.

პარლამენტში „მოხალისეობის შესახებ“ კანონის პროექტი დარეგისტრირდა, რომლის ინიციატორიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.

პროექტის თანახმად, მოხალისე შეიძლება იყოს 16 წლის ასაკის და ზევით. 16 წლამდე არასრულწლოვანი მოხალისეობით ურთიერთობაში მონაწილეობას მიიღებს მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ მოხალისეობით ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.

მოხალისეთა შრომის გამოყენების შესაძლებლობა ექნება რეზიდენტ ან არარეზიდენტ არასამეწარმეო იურიდიულ პირს ან მის ფილიას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ასევე, მოხალისედ მუშაობა შესაძლებელი იქნება ავტორიზებულ საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში. მასპინძელი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანება. მასპინძელი ორგანიზაცია უფლებამოსილი იქნება, მოხალისის კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნოს. ასევე, ვალდებული იქნება მოხალისეობის განხორციელებისას დაკავშრებული ხარჯები აანაზღაუროს, უზრუნველყოს მოხალისე უსაფრთხო გარემოთი.

კანონპროექტი საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის აქტივობებს არ განსაზღვრავს.

მოხალისედ ყოფნის დროს პირს შეუნარჩუნდება უმუშევრობის სტატუსი და უფლება ექნება, ისარგებლოს იმ

შეღვათებითა და დახმარებით, რომლებიც უმუშევართათვის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმა მიიღო კანონპროექტი ჯოჯოხეთური სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ „ და დოკუმენტი ხელმოსაწერად ტრამპს გაუგზავნა
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics