02:09 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 13:21:39, 1681 ნახვა

საზოგადოება
ციფრული ორეულები მომხმარებელთა ანგარიშებიდან თანხის განაღდებას ახდენენ - როგორ გავაძლიერთ ონლაინ-ტრანზაქციების დაცვა

2019 წლის თებერვალში „კასპერსკის ლაბორატორიამ“ აღმოაჩინა ჩრდილოვანი ინტერნეტ-მაღაზია Genesis-ი, რომელშიც იყიდება 60 ათასზე მეტი მოპარული ციფრული იდენტურობა 5 დან 200 აშშ დოლარის ღირებულებით, მათ შორის  ინტერნეტ-მაღაზიებისა და საგადასახადო სერვისების ლოგინები და პაროლები, რომლებიც ძალიან პოპულარულები არიან საქართველოშიც. ამ მონაცემებით, თავდამსხმელებმა ადვილად შეიძლება  შეცდომაში შეიყვანონ ონლაინ თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება, შევიდნენ რეალურ მომხმარებელთა ანგარიშებზე და განახორციელონ გარიგებები, რომლებიც ბანკის ეჭვს არ გამოიწვევს.

ციფრული იდენტურობა შეიძლება მოპარული იქნას ან  შეიქმნას ნულიდან სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით.  როგორც გვიჩვენა კომპანიის გამოკვლევებმა,  თაღლითები უკვე აქტიურად იყენებენ  ამ მეთოდებს  ფინანსური თაღლითობისაგან დამცველი  გადაწყვეტილებების გვერდის ავლის მიზნით. აღმოაჩენილი  იქნა არა მარტო იატაკქვეშა ინტერნეტ-მაღაზია Genesis, არამედ Tenebris-ის ბრაუზერი -  ჩაშენებული  ციფრული კვალის გენერატორით.   ამ უკანასკნელის გამოყენებით, თაღლითები  რეპროდუქტირებას უკეთებენ მომხმარებლის  ქსელურ აქტივობას ბრაუზერში და პროქსი-სერვერზე, შემდეგ კი მოპარული ლოგინისა და პაროლის საშუალებით  შედიან მის აკაუნტში და მისი სახელით აწარმოებენ ონლაინ-ოპერაციებს.

ფინანსური თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების ფარგლებში, ექსპერტები რჩევას იძლევიან, რომ  პირადობის დამოწმების ყველა ეტაპზე მომხმარებლებმა ჩაატარონ  მრავალფაქტორიანი  იდენტიფიკაცია, მაგალითად, შეამოწმონ ბიომეტრიული მონაცემები. გარდა ამისა, რეკომენდირებულია მომხმარებლის ქცევის შესასწავლად  გამოყენებული იქნას ყველაზე მოწინავე ანალიტიკური ინსტრუმენტები,  დამატებული იქნას  SIEM გადაწყვეტა  და სხვა მუდმივად განახლებული საფრთხის მონაცემთა ნაკადების უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემები, რათა  წვდომა იქნას მიღებული  კიბერრისკების შესახებ უფრო აქტუალურ ინფორმაციაზე   და  იყვნენ მზად  სავარაუდო  თავდასხმისათვის. 

 

„კასპერსკის ლაბორატორიის" წარმომადგენლობა საქართველოში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics