|
2019-04-18 10:25:27, 1415 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ის, რომ მოსამართლეების ნაწილი სხვა მოწვევის პარლამენტმა დააკომპლექტოს, ამაზე ვიმსჯელებთ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის აზრით, ვენეციის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გამოცდის მოხსნა და ინტერესთა კონფლიქტია, რომელზეც პარტია აუცილებლად იმსჯელებს. „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე მსჯელობენ. „ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო გამოცდის მოხსნა, რაც, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან აფართოვებს იმ ადამიანების წრეს, ვისაც შეეძლება კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც შეეხება იმას, რომ საბჭოს მოქმედ წევრებს არ უნდა ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი და, შესაბამისად, თუკი ამბიცია და პრეტენზია აქვთ, რომ კონკურსში მონაწილეობდნენ, მაშინ არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიიღონ არცერთ ეტაპზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. თამარ ჩუგოშვილმა ასევე ისაუბრა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამართლეთა ნაწილის დანიშვნას გულისხმობს. მისი თქმით, რადგან ამ მხრივ საგანგებო ვითარებაა, ამ რეკომენდაციაზე დაფიქრება შეიძლება. „ჩვენ ასევე საუბარი გვექნება იმ მოსაზრებაზე, რონელსაც რეკომენდაციას ვერ დავარქმევ, რადგან ახლა გვაქვს უნიკალური მდგომარეობა, რომელიც აქამდე არ გვქონია არასდროს, რომ ერთდროულად ამდენი მოსამართლეა უზენაეს საბჭოში დასანიშნი და ეს საკონსტუტიციო ცვლილებებითაა გამოწვეული, რომ მოხდეს მხოლოდ იმდენი ვაკანსიის ათვისება, რამდენიც აუცილებელია უზენაესი სასამართლის ნორმალური ფუნქციონერებისთვის და თუ შესაძლებელია, რომ ვაკანსიების ნაწილი სხვა მოწვევის პარლამენტმა დააკომპლექტოს, ამ გამოთქმულ აზრზეც ვიმსჯელებთ, თუმცა წინასწარ ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)