|
2019-04-17 14:24:36, 1496 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია კობახიძეს: პარლამენტის თავმჯდომარეობა უბრალოდ შემაღლებულზე ჯდომას არ ნიშნავს
მომისმინეთ რომ გელაპარაკებით... დაურეკეთ ამ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ ეს საკითხი, - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე კანონპროექტის მეორე მოსენით განხილვა მიმდიანრეობდა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოსამართლეების თემა არის საკითხი, რომელიც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. „ვერ გავიგე, ეს რა დამოკიდებულებაა? იქ, რომ ხართ ახლა თქვენ და რასაც გინდათ რომ დააჭერთ ხელს, ამიტომ ჩვენ აქ რასაც ვლაპარაკობთ, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს? დეპუტატები გეუბნებით, რომ განხილვისთვის ყველაზე კრიტიკული და მნიშვნელოვანი საკითხის, რომელზეც მსჯელობს მთელი არასამთავრობო სექტორი, მთელი საზოგადოება წუხს, საერთაშორისო თანამეგობრობაც ამ საგანგებო განცხადებებს აკეთებს. ამ საკითხზე გეუბნებით ელემენტარულ რაღაცას, რომ დაწერილი მინდა ვნახო, სანამ განვიხილავ. თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ, რომ მანდ რომ დაბრძანდით, რასაც გინდათ იმას გააკეთებთ ამ პარლამენტში. რას ნიშნავს არ გადავდებთ, დაწერილი მინდა ვნახო, რომ ვიმსჯელო ამ საკითხზე... ჯერ ერთი, მომისმინეთ რომ გელაპარაკებით. ბატონო ირაკლი. ბატონო ირაკლი თქვენ მოგმართავთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს უბრალოდ შემაღლებულზე ჯდომას ან ინსტრუქციების მიღებას და აქ გატარებას. როდესაც დეპუტატები გეუბნებიან, ყველა მხრიდან, რომ განხილვისთვის საჭიროა გაცნობა, გადადეთ ეს საკითხი. დაურეკეთ ამ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ ეს საკითხი
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)