01:31 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 13:39:19, 1531 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა კვიპროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს ხრისტოდულიდისმა სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია, უზრუნველყოს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სფეროში ერთობლივი საქმიანობისა და პროექტების განხორციელებას.

„კვიპროსთან,  როგორც ტურისტულად კარგად განვითარებულ ქვეყანასთან, აგროსასურსათო მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში თანამშრომლობა, რადგან  განვითარების ტენდენცია მზარდია.  ჩვენ საშუალება გვაქვს ვენახის ისეთი ქართული ჯიშები შევთავაზოთ კვიპროსის მხარეს, რომლებიც მათ რთულ კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუება. ასე რომ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის რეალური პერსპექტივა რამდენიმე მიმართულებით არსებობს და  პრიორიტეტულია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კვიპროსის დელეგაცია, პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის ხელმძღვანელობით,  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან  და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics