01:31 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 12:55:03, 1598 ნახვა

საზოგადოება
კუს ტბისა და მთაწმინდის ტერიტორიაზე ტყის აღდგენისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობის ღონისძიებები იგეგმება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, კუს ტბისა და მთაწმინდის ტერიტორიაზე  ტყის აღდგენისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობის ღონისძიებები იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განსახორციელებლად, GIZ-თან თანამშრომლობის მემორანდუმი უახლოეს დღეებში გაფორმდება.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალურად მერის მოადგილე მაია ბითაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ პროექტი დედაქალაქის ლანდშაფტის ახალი სივრცეების ათვისების შესაძლებლობას შექმნის. 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. ჩვენ უკვე დავასრულეთ ტყის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც, გამოიყო რვა ძირითადი სატყეო სექტორი. ამ ინვენტარიზაციისა და შესაბამისი სატყეო კვლევების საფუძველზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ გრანტი გამოყო. რამდენიმე დღეში  გაფორმდება მემორანდუმი და წლის ბოლომდე დაახლოებით, 6-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან დააკავშირებს.   ბილიკის გარშემო მოეწყობა საკემპინგე და დასასვენებელი ზონები, ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე, გადმოსახედები, რაც ტურისტულად მიმზიდველი იქნება. როგორც დედაქალაქის სტუმრებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ, ქალაქში ისეთ სივრცეებს გაეცნონ, სადაც ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო. ამასთან, 20 ჰა ფართობზე განხორციელდება ტყის აღდგენის ღონისძიებები. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics