|
2019-04-16 19:20:04, 1934 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - მნიშვნელოვანია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის ოპტიმალურ მოდელზე შევჯერდეთ
„ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად შევჯერდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის ოპტიმალურ მოდელზე“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ისაუბრა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების მიმოხილვა და სამომავლო ხედვების გაზიარება იყო. გაიმართა დისკუსია ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემისა და სახელმწიფო პროგრამების პრიორიტეტული მიმართულებების, ასევე ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მდგომარეობისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დანერგვის საჭიროებების შესახებ. საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებსაც, რომელთა დანერგვამ უფრო ეფექტური უნდა გახადოს ამ დარგში საქმიანობა. „დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების მიმოხილვას, რათა ჩამოვყალიბდეთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე, გადავახალისოთ ის სფეროები, რასაც სჭირდება დაუყოვნებელი ყურადღება, ასევე სად არსებობს დამატებითი რესურსის მობილიზების საჭიროება, როგორც ადამიანური თავლსაზრისით, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, რათა გაუმჯობესდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა. ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ამდენად ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად შევჯერდეთ და ვიმსჯელოთ, როგორი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის ოპტიმალური მოდელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია, სათემო სერვისების განვითარების დროული ხელშეწყობა, ასევე მაქსიმალურად განვითარდეს ამბულატორიული სერვისი პაციენტებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს საზოგადოების მიმღებლობა და განვითარდეს ზოგადად პოზიტიური დამოკიდებულება და მხარდაჭერა ადამიანების მიმართ, რომელთაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები. მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. მინიმუმადე შემცირდეს და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში იქნეს გამოყენებული ის ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, მომსახურების ხარისხი იყოს ოპტიმალური და მაქსიმალურად მიახლოებული საერთაშორისო სტანდარტებთან“, - განაცხადა მინისტრის მოდგილემ თამარ გაბუნიამ. „შეხვედრის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების მიმოხილვა. ბოლო წლების მანძილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ბიუჯეტი იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ ეს გაზრდილი ბიუჯეტი მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისთვისაც საჭიროა დანიშნულებისამებრ და ეფექტურად მოხდეს მისი ხარჯვა“, - აღნიშნა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელმა ირმა ხაბაზმა. „ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა გავიაროთ ის საკითხები, თუ როგორ მიდის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარება ქვეყანაში. რა გაკეთდა ამ დრომდე, სად ვართ ამჟამად და რა მიმართულებით უნდა გაგრძლედეს უახლოეს მომავალში განვითარება", - აღნიშნა საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტმა ეკა ჭყონიამ. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრა „ღია საზოგადოების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის ეფექტური რეფორმის ხელშეწყობა" ფარგლებში ჩატარდა.
(NS)
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)