|
2019-04-16 17:20:46, 2270 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი ყოველწლიურად კულინარიული ბიზნესის 2000-მდე სპეციალისტს მოამზადებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია "მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯია"-ს დირექტორმა მაია წერეთელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნას ითვალისწინებს. მემორანდუმის მიზანია ასევე ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება 2015-2025 წლების ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობით. „ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სექტორია ჩვენთვის. როგორც იცით, ტურიზმის სექტორში 10,000 - დან 12,000-მდე ადამიანის გადამზადებას ვგეგმავთ ყოველ წელს 7-10 წლის განმავლობაში. ამიტომ ამ მიზნით, შესაბამის ინფრასტრუქტურას ვქმნით. კოლეჯი ყოველწლიურად 2 000 - მდე სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის სპეციალისტს მოამზადებს. პროფესიული გადამზადება და ჩვენი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლება ჩვენი ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ. გიორგი ქობულიას განცხადებით, ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის სასწავლო კურსი საუკეთესო ამერიკული და ევროპული ანალოგიური კურსების შესაბამისად მომზადდება, ხოლო სერტიფიკატები, რომელსაც კოლეჯის კურსდამთავრებულები მიიღებენ, იქნება საერთაშორისოდ აღიარებული. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ისინი შეძლებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. „ამიტომ ეს ქმნის დასაქმების უნივერსალურ საშუალებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ასევე საგულისხმოა, რომ კოლეჯის დაფინანსების სურვილი საერთაშორისო დონორებმა გამოთქვეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. კოლეჯში სასწავლო კურსები ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარდება. აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერთიფიცირებული კურსებისა და ევროპის წამყვანი ტურიზმის სკოლების კურსების მიხედვით შემუშავდება სპეციალური სასწავლო პროგრამა. GNTA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით კოლეჯისთვის ვებ-გვერდი შეიქმნება.
(NS)
18 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ალასკაში სენატის არჩევნები დემოკრატმა მოიგო
ფარულავა - პაპაშვილი, ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ უცხადებს, რომ სამუშაო ძალას შემოიყვანენ ინდოეთიდან, შემოიყვანენ შუა აზიიდან - ანუ, ქართველებს შუა აზიელებით ჩაანაცვლებენ
გვარამია - თუ ვინმე ნაბიჯს დგამს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად და არის გასაუქმებელი, ეს არის ოცნება
კვლევა: თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი ბინის იპოთეკა ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



