01:26 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 13:28:37, 1867 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად მიიჩნევს

 „პარლამენტმა ნამდვილად უნდა იმსჯელოს ალტერნატიულ საზედამხედველო მექანიზმებზე, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე“, - ამ სიტყვებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტს დროებით საგამოძიებო კომისია შექმნას  მოუწოდებს.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, გენერალური პროკურორის ანგარიშის წარდგენის შემდეგაც, საქმესთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები დარჩება.

„უახლოეს პერიოდში, პროკურატურამ, გენერალურმა პროკურორმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს, თუ რა ეტაპზე გამოძიება, როდის ფიქრობენ, რომ დაასრულონ, თუ ვერ სრულდება, რა არის მისი ძირითადი მიზეზები და გარკვეული ალბათ, გონივრული ვადის გასვლის შემდეგომ, თუ ჩვენ კიდევ არ გვექნება პასუხები, თუ რა უშლის გამოძიებას ხელს, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, რომ უკვე ამის შემდგომ პარლამენტმა ნამდვილად უნდა იმსჯელოს ალტერნატიულ საზედამხედველო მექანიზმებზე, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics