|
2019-04-15 14:16:17, 1209 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გაეცნო. „მზიური“ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა არავის მოგვწონს. 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს პარკის ტერიტორია სერიოზულად დაზიანდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც, პარკი მოწესრიგდება და სრულად განახლდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. შეიქმნება საბავშვო სივრცეები, ხელოვნური ტბა, ველობილიკები, ახალგაზრდებისთვის კი, სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა. ვფიქრობ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განახლებული მწვანე სივრცეებითა და დენდროლოგიური პროექტით, „მზიური“ დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება, სადაც დასვენების შესაძლებლობა ყველა თაობის ადამიანს ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და ბავშვთა ქალაქის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე სკეიტბორდის, საბავშვო გასართობი და მცირე ზომის საფეხბურთო მოედნები, ასევე, ველობილიკები და დასასვენებელი პავილიონები მოეწყობა. „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში კი მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი განთავსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების მოწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. ბავშვთა ქალაქი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება. ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ თბილისის მერთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ.
(NS)
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)