|
2019-04-15 13:07:55, 2263 ნახვა
ეკონომიკა
ICAO-ს მუდმივმოქმედი ჯგუფის ხელმძღვანელად საქაერონავიგაციის თანამშრომელი აირჩიეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციის" საჰაერო სივრცის ორგანიზების განყოფილების უფროსი - ევგენი თავაძე ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის ოფისის საჰაერო მარშრუტების განვითარების მუდმივმოქმედი ჯგუფის თავმჯდომარედ 4 წლის ვადით აირჩიეს. ICAO-ს საჰაერო მარშრუტების განვითარების ჯგუფის რიგით 30-ე შეხვედრა ქალაქ ტალინში, აპრილში გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა შავი ზღვის აუზის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონების ქვეყნების საჰაერო ნაკადების მიმართულებების ოპტიმიზაციის და საჰაერო მარშრუტების განვითარების შესაძლებლობები, განისაზღვრა შესაბამისი სამოქმედო გეგმები. „დარწმუნებული ვარ, ევგენი თავაძის მუშაობა ნაყოფიერი იქნება და ის დადებით წვლილს შეიტანს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელებაში. მინდა წარმატება ვუსურვო მას და მუდმივმოქმედ ჯგუფს საჰაერო მარშრუტების ქსელების განვითარების და საჰაერო ნაკადების რეგიონალური ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის საქმეში“, - განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა. ICAO-ს თავისუფალი საჰაერო მარშრუტების განვითარების ჯგუფი 2004 წელს შეიქმნა და წელიწადში ორჯერ იკრიბება. ჯგუფის მისია საჰაერო მარშრუტების ოპტიმიზაციის კონცეფციის შემუშავება და მისი იმპლემენტაციაა. აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს, იმ ტიპის საჰაერო სივრცის შექმნას, რომლის გამოყენების დროსაც ავიაკომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, ფრენის მარშრუტის დადგენისას უმოკლესი მანძილი აირჩიონ და შეძლონ შემოსვლის და გასვლის უმოკლეს წერტილებს შორის რეისის ისე დაგეგმვა, რომ არ დაჭირდეთ საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრთან წინასწარი შეთანხმება და კონკრეტული საჰაერო მარშრუტის მითითება. მოკლე საჰაერო მანძილი კი თავის მხრივ გულისხმობს ფრენის დროს, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას.
(NS)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)