|
2019-04-13 15:59:26, 2352 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
განათლების სექტორში დაგეგმილი რეფორმის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, სინტია ჰუგერსა (Cynthia Huger) და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის გამართულ შეხვედრაზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტი აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში განათლების სექტორის, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ამ გზით ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ივანე მაჭავარიანმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ეტაპობრივად გაიზრდება განათლების სფეროზე დახარჯული სახსრები და 2022 წლიდან, ქვეყნის მშპ-ს 6 პროცენტი ყოველთვის მიიმართება აღნიშნული სექტორის დაფინანსებაზე. მისი თქმით, აღნიშნული თანხა და ინვესტიციები განათლების სექტორის ხუთივე დონეს - სკოლამდელ, საშუალო, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას მოხმარდება. შეხვედრაზე განხილული იქნა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობა საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა. ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობას. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ კორპორაციის მიერ განხორციელებული პროგრამები, გაზრდის საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას, დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე.
(NS)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)