|
2019-04-13 13:36:44, 1742 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენი - საქართველო დემოკრატიული მმართველობის პიონერად იქცა
პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე ქართველ ხალხს ამერიკელმა კონგრესმენმა და წარმომადგენელთა პალატასთან არსებული დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის თავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დევიდ პრაისის თქმით, საქართველოს პირველი დემოკრატიული პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარს კონსტიტუციის მიღება წარმოადგენდა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის, მათ შორის ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს იცავდა. „მინდა ჩემს ქართველ მეგობრებს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი მივულოცო. 1919 წლის 20 მარტს დამფუძნებელი კრების დაარსებით, თქვენი წინაპრები დემოკრატიული მმართველობის პიონერებად იქცნენ. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც საქართველო ბოლო 100 წლის განმავლობაში ხშირად დამდგარა, ის დღემდე ძლიერი და მრავალპარტიული დემოკრატიული მმართველობის ერთგულია“, - განაცხადა კონგრესმენმა თავის ვიდეო მიმართვაში, რომელიც მან სპეციალურად საიუბილეო თარიღის აღსანიშნად ჩაწერა. საკუთარ ვიდეომიმართვაში კონგრესმენმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მას საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის 13-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, და დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის წარმომადგენლის რანგში საქართველოს მეხუთედ ეწვევა. „მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს პარლამენტთან, რომელიც დემოკრატიული და გონივრული მმართველობის ტრადიციას ეფექტიანად განაგრძობს და ქართველი ხალხის ნებას ემსახურება“, - აღნიშნა დევიდ პრაისმა.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)