|
2019-04-12 14:13:43, 1836 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი კატარინა მატერნოვას შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების პროცესში. ივანე მაჭავარიანმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივის შესახებ. „შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ინფორმაციის მიღება განათლების რეფორმის შესახებ, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი მოსახლეობის ღარიბი ნაწილისთვის, რადგან სწორედ განათლებაზე გადის ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა. საქართველო კვლავ რჩება საკვანძო პარტნიორად ევროკავშირისთვის, რაც გამოიხატება ქვეყნისთვის ყოველწლიურად 120 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო დახმარებით უზრუნველყოფაში. ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც გულისხმობს სხვადასხვა პროექტისთვის სასესხო დაფინანსებასთან ერთად, საგრანტო დახმარებით ჩართულობას ინფრასტრუქტურის, ბიზნესის განვითარებისა და განათლების მიმართულებით“, - აღნიშნა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ქვეყანაში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნით, ევროკავშირის მხრიდან გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერასა და იმ საინვესტიციო პროექტებს, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის მეშვეობით (NIP) ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: წყალმომარაგება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სხვა.
(NS)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)