|
2019-04-12 12:48:57, 6397 ნახვა
სპორტი
13 აპრილს საქართველოს ქალთა ლიგა იწყება
13 აპრილს, საქართველოს 5 ქალაქში სტარტს აიღებს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის გათამაშება. რიგით მე-4 ეროვნულ ჩემპიონატში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ხაშურის „ივერია“, ლანჩხუთის „ლანჩხუთი“, ქუთაისის „მართვე“, ბათუმის „დინამო ბათუმი“, თბილისის „ნიკე“, ხობის „კოლხეთი“, ჩხოროწყუს „სამეგრელო“, თბილისის „ნორჩი დინამო“, გორის „გორი იუნაიტედი“, ახალციხის „ზარზმა“ 2019 წლის 13 აპრილიდან 20 სექტემბრამდე, საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებულს გამოავლენენ. ნინო სორდია: „ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშებაში ტრადიციულად 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ქალთა ფეხბურთის ფედერაციაში ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი 12 გუნდის განაცხადი იყო შემოსული. სამწუხაროდ, 2-მა გუნდმა ასაკობრივი ცენზის გამო ვერ დააკმაყოფილა დებულებით გათვალისწინებული კრიტერიუმები. თუმცა, სამომავლოდ, ქალთა ლიგაში მონაწილე გუნდების რიცხვის ზრდას არ გამოვრიცხავთ. საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, ქალთა ლიგა, რეგულარული ჩემპიონატის სახით 2016 წლიდან ტარდება. პირველ ჩემპიონატში, მხოლოდ 6 გუნდი ასპარეზობდა. მომდევნო წლიდან მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ქალთა ლიგის 2 გათამაშების გამარჯვებული ქუთაისის „მართვე“ იყო. 2018 წელს, კი ჩემპიონობა გათამაშების დებიუტანტმა თბილისის „ნიკემ“ მოიპოვა. 2019 წლის შემოდგომიდან, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება. მანამდე უეფა-ს ქალთა პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ორჯერ ქუთაისის „მართვემ“ მიიღო მონაწილეობა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)