|
2015-01-22 16:28:42, 1354 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა რეკორდები დაამყარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კომპლექსში მსოფლიოს ცამეტგზის რეკორდსმენმა, შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა იოსებ ხუციშვილმა ორ ხელზე, ამოტრიალებული მტევნებით აზიდვაში გინესის რეკორდი დაამყარა. მან ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა და ამოტრიალებული ხელის მტევნებით, 28,2 კილოგრამიანი სიმძიმით, ერთ წუთში 55 აზიდვა შეასრულა. იოსებ ხუციშვილმა პირველი მსოფლიო რეკორდი აზიდვებსა და ორძელზე აზიდვაში 2010 წელს, ხოლო მეორე რეკორდი - ცალი ხელით აზიდვაში 2013 წელს დაამყარა. მისი სარეკორდო ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით ტარდება. პოლიციის ლეიტენანტმა ვახტანგ ლუქუნიძემ კი ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) ე.წ. თავისუფალ მიზიდვაში ეროვნული რეკორდი დაამყარა. მან ერთ წუთში 45 აზიდვა შეასრულა. ვახტანგ ლუქუნიძისთვის ეს სარეკორდო ასპარეზობა პირველი იყო, თუმცა იგი წარმატებით ასპარეზობს სპორტის სხვა სახეობაში – არის რაიონული, რეგიონული და ეროვნული ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი, ასევე, საქართველოს ჩემპიონი კარატეში. იგი ამჟამადაც აქტიურად ემზადება კიოკუშინკაი კარატეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (აბსოლუტურ წონით კატეგორიაში) მონაწილეობის მისაღებად.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)