|
2019-04-10 16:10:40, 1643 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს
თიბისი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის „Payme“-ის შეძენით შედის. ამ ტრანზაქციით, თიბისი 70%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება. განხორციელებული ტრანზაქცია შესაბამისობაშია თიბისი ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად დაახლოებით 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა. ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. ამჟამად, თიბისი უზბეკეთში ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე Space-ზე დაყრდნობით ავითარებს. „Payme“ უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას 1.3 მილიონ მომხმარებელს აწვდის. სისტემა უზრუნველყოფს კომუნალური გადახდების, P2P გადარიცხვების, სესხების დაფარვის, QR სისტემაზე დაფუძნებული mPOS დისტანციური გადახდების და ელექტრონული კომერციის შესყიდვების მომსახურებებს. „Payme“ ასევე წარმოადგენს ზოგიერთი უზბეკური ბანკის სესხების საბაზრო პლატფორმას. „Payme“ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იზრდება და 2018 წელს სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. „Payme“-ის შესყიდვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გადაიდგა უზბეკეთში დაგეგმილი გაფართოვების მიმართულებით. ამით, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 3.5 მილინამდე იზრდება. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს მივიღოთ პირდაპირი წვდომა ქვეყნის დიდი რაოდენობით მომხმარებელზე და საქართველოში არსებული ჩვენი ციფრული სიძლიერის გამოყენებებით სიახლე შევიტანოთ უზბეკეთის ბაზარზე. „Payme“-სთან ერთად, ჩვენ ვგეგმავთ გადახდების ბიზნესის გაფართოვებას და „Payme“-ის, როგორც ქვეყნის ახალი ეკოსისტემის განვითარების პლატფორმად გამოყენებას. მოხარული ვარ, „Payme“-ის წარმატებულ გუნდთან თანამშრომლობით და მოუთმენლად ველი ამ გუნდთან მუშაობის დაწყებას, ჩვენი პარტნიორების სასარგებლოდ უზბეკეთში ბანკის სტრატეგიის განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. „მოხარული ვართ რეგიონში წამყვან ბანკთან პარტნიორობით, რომელსაც განვითარებული ციფრული შესაძლებლობები და დაინტერესება გააჩნია უზბეკეთთან მიმართებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ერთად ჩვენ კომპანიას გადავიყვანთ შემდეგ ეტაპზე და ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ ახალ, თანამედროვე გადაწყვეტილებებს და მომსახურებებს“, - აღნიშნა Payme-ის მმართველმა დამფუძნებელმა როზმატოვ სარვარ ნაზრულაიევიჩმა. ამ ტრანსაქციის პროცესში, თიბისი ბანკის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი Grant Thornton იყო, საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი - Baker & McKenzie LLP, ხოლო CentilLaw ადგილობრივი იურდიული მრჩეველი.
(R)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)