|
2019-04-05 15:36:50, 1532 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია სებ-ის პრეზიდენტს: როგორც საბანკო სექტორის პასუხისმგებელი პირი, გმობთ თუ არა პროკურატურის საქციელს
როგორც საბანკო სექტორის პასუხისმგებელი პირი, პროკურატურის საქციელს გმობთ თუ არა, რომ გამოძიება დამთავრებული არ იყო და ისე მიაწება იარლიყი, - ამ შეკითხვით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. დეპუტატმა სებ-ის პრეზიდენტს გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თიბისი ბანკის საქმის მსგავსი მაგალითი მოუყვანა, როდესაც ტრანზაქციები ურთიერთდაკავშირებულ პირების მიერ განხორციელდა, თუმცა, ამაში „თიბისისგან“ განსხვავებით, კობა გვენეტაძემ დარღვევა არ დააფიქსირა. „მე მომესმა თუ თქვენ მოგვიწოდეთ პოლიტიკოსებს, რომ განცხადებებს ნუ გააკეთებთ, არ დააზიანოთ საბანკო სექტორი თუ თიბისიო. რა მაინტერესებს, პროკურატურამ რომ ბრიფინგები აწყო და გაავრცელა ინფორმაცია გათეთრება, ცრუ ინფორმაცია ჩემი აზრით, ეგ იყო თუ არა საზიანო და თქვენ, , რომ გამოძიება დამთავრებული არ იყო და ისე მიაწება იარლიყი და მერე იზრუნა საჯაროობაზე უზარმაზარი და ივანიშვილის განცხადება, როცა კონკრეტულ პირებს დაესხა თავს და შეჭამეს საქართველო და საბანკო სექტორს, ამას როგორ აფასებთ? თქვენ ხომ ბრძანეთ, რომ ურთიერთდაკავშირებულ პირებთან ტრანზაქციები არის ზოგადად, პრობლემა. მინდა გითხრათ, ხელთ მაქვს მონაცემები, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ მსხვილ ბანკზე, არა „თიბისი“-ზე, ადგილი ჰქონდა შემდეგ ვითარებას - როდესაც ამ ბანკმა გასცა მსხვილი სესხი, ერთ-ერთ მსხვილ კომერციულ სუბიექტზე და სესხი იმდენად დიდი იყო, რომ თითქმის მათი წლიური შემოსავლის ტოლი იყო ამიტომ, 100 პროცენტით უნდა დარეზერვებულიყო, ეს სესხი აღმოჩნდა ცუდი სესხი, ვერ გადაიხადა ამ სუბიექტმა, ამიტომ, ამ მსხვილმა ბანკმა შექმნა ხელოვნურად შ.პ.ს. ამ შ.პ.ს.-ს მისცა თავისი ფული, ამ შ.პ.ს.-მ იყიდა პასივები ამ სუბიექტისგან, რომელიც ვერ იხდიდა, ცუდი ვალის პასივები იყიდა, მერე მენეჯმენტი, რომელსაც ასეთი ცუდი სესხი გასცა გამოძვრა მის დამფუძნებლებთან, დამალა ეს ამბავი, თქვენ ეს საქმე განიხილეთ და „თიბისის“ საქმისგან განსხვავებით გადაწყვიტეთ, რომ არანაირი სანქცია არ დაგეწესებინათ, რას ნიშნავს ეს? ხომ იცით, რომელ შემთხვევაზე გეუბნებით. გთხოვთ, არ გაბედოთ ტყუილის თქმა, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, მტკიცებულებებით, რა საქმეზე ვსაუბრობ, რატომ გაქვთ განსხვავებული დამოკიდებულება“, - მიმართა ბოკერიამ სებ-ის პრეზიდენტს.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)