|
2019-04-04 19:34:00, 2507 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დეპუტატებს იმ ძირითად მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი მიღწევები განხორციელდა და რომელთა გაძლიერება თავდაცვის უწყების პრიორიტეტად რჩება. მინისტრმა ყურადღება აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობაში, ეროვნულ გვარდიასა და სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა. ლოჯისტიკასა და აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრისას, მან აქცენტი ავტონომიურობის ხარისხის გაზრდაზე, საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, კონკრეტულად ამოცანით მართვის კონცეფციაზე გააკეთა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ცალკეული დანაყოფებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობას, ცენტრალიზებული მართვის პირობებში დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას გულისხმობს: „ჩვენ ამოცანით მართვის კონცეფცია გასული წლის მიწურულს გამოვაქვეყნეთ. კრიზისულ სიტუაციებში მეთაურებს გადაწყვეტილების მიღება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უნდა შეეძლოთ. ეს ყველაფერი არამხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის არის გათვალისწინებული, არამედ, გრძელვადიან განვითარებას ისახავს მიზნად. სიმბოლურად ჩვენ ამ პროცესს ცენტრალური მმართველობის პირობებში დეცენტრალიზებული აღსრულების მაღალ ხარისხს ვუწოდებთ“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ის ძირითადი სიახლე გააცნო, რაც თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესში, სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელდა: „თუ აქამდე სპეციალური ოპერაციების ძალების ლოკაცია განსაზღვრული იყო ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, დღეს უკვე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, 2 ბატალიონი არის წარმოდგენილი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“. ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებსა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა: „ეროვნულ გვარდიაში აქტიური რეზერვის პროგრამის ფარგლებში, ტერიტორიული რეზერვის სისტემის საფუძველზე ახალი ქვედანაყოფები ჩამოყალიბდა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი აღიარება გვაქვს, გვსურს, ეროვნულმა გვარდიამ ტრნასფორმაცია განიცადოს და მომავალში მისი ორგანიზება სწორედ ტერიტორიული რეზერვის პრინციპის საფუძველზე მოხდეს“, - აღნიშნა მინისტრმა. ლევან იზორიამ საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერების კუთხით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წამყვანი როლი გამოყო. სამხედრო წვრთნების მნიშვნელობის გარდა, მინისტრი კარიერული პერსპექტივებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების საკითხსაც შეეხო და ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სერჟანტთა აკადემიის მაღალი ხარისხი ხაზგასმით აღნიშნა. ლევან იზორიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის განვითარება დაასახელა და დეპუტატებს შვეულმფრენების მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი თანხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა: „ ამ რესურსით ჩვენ შევძლებთ არამხოლოდ სამხედრო ამოცანების განხორციელებას, არამედ, კრიზისების მართვის დროს მოქმედებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და გაწეული ფინანსური კონტრიბუციისთვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაც დაასახელა. ლევან იზორიას ინფორმაციით, ნატოს მრავალეროვნული ბატალიონის სამხედრო პოლიციის წარმომადგენლების ვიზიტი იგეგმება: „ ბოლო წელია მათთან ერთად ვამზადებთ ოცეულს, რომელიც მზად იქნება, ჩაერთოს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო მისიასა და ერთობლივ სწავლებებში“. კიბერუსაფრთხოების სფეროს გაძლიერებასთან დაკავშირებით კი, ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019 წელი თავდაცვის სამინისტრომ სიმბოლურად კიბერუსაფრთხოების წლად გამოაცხადა, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე.
(NS)
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)