|
2019-04-04 18:42:25, 2971 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასის გაზრდას აანონსებს
თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებს წოდებრივი მდგომარეობის შესაბამისად ხელფასი 100-დან 500 ლარამდე გაიზრდებათ. მისივე თქმით, მალე მთავრობა სამხედრო მოსამსახურეებს ახალ სოციალურ პაკეტს შესთავაზებს. თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა სამხედრო სამსახურიდან კადრების გადინებაზე და მას ნორმალური პროცესი უწოდა. „ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია სწორედ ძალთა შენარჩუნებაზე და ერთერთი კომპონენტი არის სწორედ პერსონალის შენარჩუნება. ამ მიზნით, 8000 სამხედრო მოსამსახურეს წელს გაეზრდება ხელფასი 100 დან 500 ლარის ფარგლებში, წოდებრივი მდგომარეობის შესაბამისად. ჩვენ გვინდა დამატებითი სოციალური პაკეტები შევთავაზოთ და ახლო მომავალში მთავრობა გააჟღერებს ამის შესახებ, რომ მეტი მოტივაცია ჰქონდეთ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომ უფრო დიდი პერიოდის განმავლობაში ემსახურონ, დარჩნენ, სამხედრო თავდაცვის ძალებში“, - განაცხადა იზორიამ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)