|
2019-04-02 14:57:54, 1414 ნახვა
პოლიტიკა
რატიანი - კატ-ის გამოცდების გაუქმებას მხარს დავუჭერთ, თუ ჩაჭრილი მოსწავლეებისთვის ალტერნატივას შემოგვთავაზებთ
„ევროპული საქართველო“ სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმებას მხარს დაუჭერს, თუ ჩაჭრილი მოსწავლეებისთვის ალტერნატივას შემოგვთავაზებთ, - ამის შესახებ დეპუტატმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც რატიანმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა და კატის გამოცდები მხოლოდ 2 წლით გაუქმდეს. „ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ დააზიანა სკოლა და მიიყვანა იმ დონემდე, რომ 27 პროცენტი ახალგაზრდებისა ვერ აბარებს საატესტატო გამოცდას. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა. ერთი არის ჩამოშლა სკოლის, სწავლების პროცესის და მეორე, როგორ რეაგირებს ამაზე პოლიტიკური ძალა. ამაზე რეაგირება არის ისეთი, როგორიც იყო არჩევნების წინ. ვალების ჩამოწერა, ესეც არის გაკრვეული ვალების ჩამოწერა, აღარ გექნებათ გამოცდები, იქნებით ბედნიერები ბავშვებო და აქამდე ვინც ვერ მიიღო ატესტატი, მათაც ეუბნებიან რომ აღარ იქნება გამოცდები, ისინიც მიიღებენ ატესტატს. მე გამოსავალსაც კი ვერ ვხედავ ამ პირობებში და მართლაც ეს გამოცდები არის ხანძარი თქვენთვის და ახალგაზრდებისთვისაც სერიოული პრობლემაა. მითუმეტეს რომ იმ 27 პროცენტს საერთოდ არაფერს არ სთავაზობთ. თორემ სკოლის ვერ დამთავრება არ უნდა იყოს ადამიანისთვის ტრაგედია, როდესაც რაღაცას სთავაზობ, მაგალითად, პროფესიულ სასწავლებელში წასვლას ან სხვა რამეს. თქვენ დღეს ცეცხლს აქრობთ, დამწვარ შენობას ტოვებთ და გარბიხართ, ეს არის თქვენი პოლიტიკა. ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით, არ უნდა ყოფილიყო ორი გამოცდა, დამათავრებელი და მეორე გამოცდა, 6 წელი დავჭირდათ იმისათვის, რომ ეს გაგეაზრებინათ და ორი გამოცდა არ უნდა ყოფილიყო. გეუბნებოდით, წინა არჩევნების დროსაც, რომ ერთი გამოცდა გააკეთეთ, რომელიც არის შუალედური გამოცდა, ეს ვერ მოახერხეთ, იმიტომ რომ თქვენს უუნარობასაც აქვთ თავისი საზღვრები. ახლა კი ან გაგეკეთებინათ მოდიფიკაცია ამ გამოცდების ან ბარიერს დაწევდით. დღეს კარგი არ შეგიძლიათ ამის გაკეთება. ჩვენ თანახმა ვართ გაუქმდეს გამოცდები იმ პირობით, რომ სამ-ოთხ თვეში იქნება სამოქმედო გეგმა, ამას ჩავწერთ კანონში და ახლანდელი გამოცდების გაუქმება იქნება 2 წლით და მერე უნდა განხორციელდეს მოდიფიკაცია და ის კონკრეტული გეგმა, რას აკეთებთ. თუ ეს მოხდება, „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს ამ პროექტს“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)